LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავლაბარში, საეჭვო ჩანთაში ასაფეთქებელი მოწყობილობის ნაცვლად ტანსაცმელი აღმოჩნდა

111

საეჭვო ჩანთაში, რომლის გამო 112-ზე ზარი შევიდა, გამნაღმველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობის ნაცვლად ქალის ტანსაცმელი იპოვეს. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

ჩანთა ავლაბრის მეტროს მიმდებარედ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შენიშნეს და სამართალდამცველები გამოიძახეს. პერიმეტრს პოლიცია იცავდა, გამნაღმველებმა მუშაობა რამდენიმე წუთის წინ დაასრულეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები