LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიელების გეგმა ბახმაროში სათხილამურო კურორტის განვითარების შესახებ ისევ აქტუალურია

104

კურორტ ბახმაროს განვითარების კომპექსური ღონისძიებების დასახვის მიზნით სპეციალური ჯგუფი შეიქმენება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  დღეს მთავრობის სხომაზე განაცხადა.

პრემიერი მიიჩნევს, რომ ბახმაროს დიდი  პოტენციალი  გააჩნია, ხოლო  ტურიზმი ქვეყნის ერთ–ერთი სტრატეგიული დარგია.

ბახმაროში სათხილამურო კურორტის განვითარების გეგმა კვლავ აქტუალურია. როგორც ,,ფორტუნას” ცოტა ხნის წინ  გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ განუცხადა, კონკრეტული გადაწყვეტილებების შესახებ, სავარაუდოდ, მაისში გახდება ცნობილი.

“ბახმაროსთან დაკავშირებით მთავრობას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ ავსტრიელების მიერ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დამუშავებული პროექტი განახორციელოს და ბახმაროს სრული რეაბილიტაცია მოხდეს”, – განაცხადა გია სალუქვაძემ.

მისივე ინფორმაციით, შესაძლებელია ბახმარო ზამთრის კურორტად იქცეს.

,,ახლა იქ ასვლა შეუძლებელია. როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცემა, ავალთ და ვნახავთ კურორტის მდგომარეობას, განვიხილავთ, თუ როგორ უნდა მოხდეს კურორტის დაგეგმარება. ინვესტიციები ძალიან სერიოზული იქნება. ვფიქრობთ, ბახმაროს ზამთრის კურორტად გადაქცევა საკმაოდ პერსპექტიულია. იქ  8 თვის განმავლობაშია თოვლი”, – განმარტა გურიის გუბერნატორმა.

მისივე ინფორმაციით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ინტენსიურად მუშაობს ბახმაროს რეაბილიტაციასა და კურორტის განაშენიანების საკითხებზე.

ბახმაროში სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარების მიზნით, სათხილამურო ტრასის მშენებლობა ჯერ კიდევ 2011 წელს, წინა მთავრობის ოთხწლიანი სამოქმედო გეგმის „მეტი სარგებელი ხალხს“ ფარგლებში იგეგმებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები