LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ტურისტები შორეულ ადგილს ეძებენ, შეუძლიათ ალპურ სოფელ ბახმაროს ესტუმრონ, სადაც სასრიალოდ სპეციალური ტექნიკა ე.წ. Cat skiing ადის – National Geographic

117
ბახმარო-e1517923357532

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, გავლენიანმა გამოცემამ National Geographic საქართველოს შესახებ სტატია მოამზადა სათაურით – „მთებიდან ზღვამდე საქართველოში.“

სტატიაში აღწერილია ქვეყნის უნიკალური ეკოსისტემა და მრავალფეროვანი ბუნება: მთებში ლაშქრობები, საქართველოს სამთო კურორტები, ეროვნული პარკები, მდინარეზე ჯომარდობა და შავი ზღვის სანაპიროები.

„ზამთარში თოვლის მოსვლა სალაშქრო სეზონის დასრულებას ნიშნავს, მაგრამ, სამაგიეროდ საქართველოს სათხილამურო კურორტები მაღალ სიჩქარეზე გადადიან და სათხილამურო სეზონი იწყება. სამთო კურორტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით შეხვდებით. გუდაურით დაწყებული, რომელიც სტეფანწმინდასთან ახლოს მდებარეობს, გოდერძით გაგრძელებული, რომელიც ბათუმიდან რამდენიმე საათის მანძილზეა, ასევე შეგიძლიათ ესტუმროთ სვანეთის მთებში მდებარე კურორტებს: ჰაწვალსა და თეთნულდს. თუ ტურისტები უფრო განსხვავებულს და შორეულ ადგილს ეძებენ, შეუძლიათ ალპურ სოფელ ბახმაროს ესტუმრონ, სადაც სასრიალოდ სპეციალური ტექნიკა ე.წ. Cat skiing ადის. ხის კოტეჯებით ცნობილი და თოვლით დაფარული ბახმარო მთელ ქვეყანაში სუფთა ჰაერით გამოირჩევა. ბახმარო მე-19 საუკუნიდან მოყოლებული სამკურნალო კურორტია“, – წერს National Geographic-ის ჟურნალისტი.

სტატიაში ჟურნალისტი ტარა იზაბელა ბარტონი მკითხველს ინფორმაციას აწვდის თბილისის, ბათუმის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების, მესტიისა და ამბროლაურის ადგილობრივი აეროპორტების, აგრეთვე ქალაქებს შორის სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლის შესახებაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები