LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევა პერუში – დაღუპულია 52 ადამიანი

77

პერუში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, შედეგად დაღუპულთა რიცხვი 52-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით „როიტერსი“ იუწყება.

სამგზავრო ავტობუსში 55 ადამიანი იმყოფებოდა. ის სატვირთოსთან შეჯახების შემდეგ 100 მეტრის სიმაღლიდან გადაიჩეხა.

უბედური შემთხვევა ლიმას მახლობლად, გზის იმ მონაკვეთზე მოხდა, რომელსაც „ეშმაკის მოსახვევს“ ეძახიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები