LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევას სატვირთოს მძღოლი ემსხვერპლა

179
ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომში

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ კორტანეთთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტრაილერის მძღოლი დაიღუპა.

ტელეკომპანია ბორჯომის ინფორმაციით, შემთხვევა 20 მარტს, ღამით მოხდა. თვითმხილველების თქმით, სატვირთო მანქანა სავარაუდოდ მტკვარში გადავარდა. 

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები