LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

229
ავარია ბათუმში

ბა­თუმ­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ორი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ორი­ვე შემ­თხვე­ვა ფრი­დონ ხალ­ვა­შის ქუ­ჩა­ზე მოხ­და.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 40 წლამ­დე ქალი კლი­ნი­კა „მე­დი­ნას“ მიმ­დე­ბა­რედ ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე ქვე­ი­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად იგი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.

„და­ღუ­პულ ქალს კლი­ნი­კა „მე­დი­ნა­ში“ ჩვი­ლი ბავ­შვი ჰყავ­და მო­თავ­სე­ბუ­ლი. მის­თვის რძე მიჰ­ქონ­და და სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი უბე­დუ­რე­ბა და­ა­ტყდა თავს. შე­ე­ჯა­ხა“ მან­ქა­ნა და ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა ქალი. კლი­ნი­კა­ში მი­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო“. – განაცხადეს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბიმა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მე­ო­რე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვაც ამა­ვე ქუ­ჩა­ზე მოხ­და, შუ­ახ­ნის მა­მა­კაცს მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა, მა­მა­კა­ცი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ქალის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს ასევე მამაკაცის გარდაცვალებაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები