LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოში – დაღუპულია 1, დაშავებულია 2 ადამიანი

37

საგარეჯოში, „მიცუბიშისა“ და „ფორდის“  მარკის ავტომანქანების შეჯახების შედეგად, ადგილზე ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, რომელიც „მიცუბიშის“ მარკის ავტომობილს მართავდა.

შემთხვევის შედეგად ორი მგზავრი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები სხეულის სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანა.

წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები