LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – ჭავჭავაძის გამზირზე ავტომობილი ამობრუნდა

43

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – ჭავჭავაძის გამზირზე ავტომობილი ამობრუნდა. როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად ორმა პირმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის 1 პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა მის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის
ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ფოტოს ავტორი – ტატა ხუნდაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები