LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსამრეცხაოების ქსელი ”ერლე” საკუთარ მომხმარებელს ახალ სერვისს სთავაზობს

203

ავტოსამრეცხაოების ქსელი ”ერლე” საკუთარ მომხმარებელს ახალ სერვისს სთავაზობს. კომპანიამ კორპორატიული კლიენტებისთვის საბარათე სისტემა დანერგა.  როგორც ”ფორტუნას” ”ერლეს” დამფუძნებელმა გიორგი დევაძემ განუცხადა, 1 აპრილიდან კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ ავტოსამრეცხაოს კორპორატიული ბარათები, რომლითაც ავტომობილის რეცხვა გაცილებით იაფი დაუჯდებათ.

”თუ კომპანია საკუთარი თანამშრომლებისთვის შეიძენს ჩვენს ბარათებს, ისინი შეძლებენ 30%-ით იაფად გარეცხონ საკუთარი ავტომობილი”, – აღნიშნა დევაძემ.

მისივე ინფორმაციით, ”ერლეს” ავტოსამრეცხაოთი სარგებლობის ღირებულება 2 ლარიდან იწყება და 5 ლარამდე ადის. რაც შეეხება, მოთხოვნას მათ მომსახურებაზე, როგორც კომპანიის დამფუძნებელმა განმარტა, ”ერლეში” დღეში დაახლოებით 1000-დან 1200 -მდე ავტომობილს რეცხავენ, რაც კარგი შედეგია.

ცნობისთვის, შპს ”ერლე” თბილისში დღეისათვის 3 ავტოსამრეცხაოთია წარმოდგენილი : გლდანში, ორთაჭალასა და ვაზისუბანში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები