LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაკურიანში, დიდველზე ახალი სასტუმრო აშენდება

67

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის ფარგლებში“, ბაკურიანში უძრავი ქონება გაყიდა.

უწყების ცნობით, მაღალი კონკურენციის პირობებში წარიმართა ბაკურიანში, სათხილამურო ტრასა „დიდველთან“ მდებარე  12 468 კვ.მ მიწის ნაკვეთის გასაყიდად გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი, სადაც გამარჯვებული 298 ბიჯის შედეგად გამოვლინდა, ხოლო უძრავი ქონების გასაყიდმა ფასმა 1 706 000 ლარი შეადგინა. აუქციონის პირობების მიხედვით ბაკურიანში დამსვენებლებისთვის უძრავ ქონებაზე სასტუმრო-კომპლექსი მოეწყობა, რისთვისაც არანაკლებ 2 000 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

შეგახსენებთ, პროექტის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია 44 906 501 ლარის ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 69 200 000 ლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები