LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უამინდობის გამო, ბაკურიანში ზვავში მოყოლილი მამაკაცის სამძებრო სამუშაოების განახლება ვერ ხერხდება

141
ზვავი

28 მარტს, ბაკურიანში, მთის ფერდობიდან ჩამოშლილ თოვლის მასაში მოყოლილი მამაკაცის სამძებრო სამუშაოების განახლება ვერ ხერხდება.

როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო ოპერაცია ამ ეტაპზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ჯერ ვერ არ განახლებულა და სამძებრო სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებისთანავე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, ბაკურიანში მთის ფერდობიდან თოვლის მასა 28 მარტს, დილით ჩამოიშალა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბაკურიანიდან ასპინძისკენ მიმავალ გზასთან, სოფლების – ოთას და ოშორას – მიმდებარედ დღეს დილით ხუთი ადამიანი იმყოფებოდა ბურანით. მათ ახლოს მდებარე მთაზე ისრიალეს, ერთ-ერთი მათგანი კი თოვლის მასის ჩამოშლის შემდეგ ზვავის ქვეშ მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები