LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბანანის ქერქი აკნეს და ნაოჭების წინააღმდეგ

1533

ყველა კარგად იცნობს ბანანის სასარგებლო თვისებებს, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ქერქი ისეთივე სასარგებლოა, როგორც ნაყოფი, რადგან დიდი რაოდენობის კალიუმს შეიცავს, რომელიც საკამოდ ეფექტურად ებრძვის ნაოჭებსა და გამონაყარს.

ნაოჭებისგან დაცვა – გაიწმინდეთ სახე და ყელი ბანანის ქერქით, რადგან სწორედ ამგვარი მსუბუქი და აბსოლუტურად ნატურალი პილინგით დაიცავთ კანის ნაადრევი სიბერისგან. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში 3-ჯერ და სწრაფად იგრძნობთ, რომ თქვენი კანი სასიამოვნოდ ხავერდოვანი და ბევრად რბილი გახდა.

აკნეს მკურნალობა – ძილის წინ კარგად დაიბანეთ პირი, მერე კი, გაიწმინდეთ ბანანის ქერქის შიდა ნაწილით, გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიმეორეთ პროცედურა ყოველდღე ორი კვირის მანძილზე და რეზულტატი აუცილებლად გაგაოცებთ.

კბილების გათეთრება – მართალია, სწრაფი შედეგის იმედი არ უნდა გქონდეთ, მაგრამ თუ მოთმინება გეყოფათ და კბილებს ყოველდღე გაიწმენდთ ბანანის ქერქით აუცილებლად მოიცილებთ ყვითელ ნადებს და ფაქიზად გაასუფთავებთ კბილის ემალს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები