LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბანკის კლიენტის საპროცენტო განაკვეთი გადაიხედება

63

ბოლო დღეებში მოსახლეობას საქართველოს ბაზარზე არსებული ბანკებიდან ურეკავენ და საპროცენტო განაკვეთის გადახედვას სთავაზობენ – ამის შესახებ ”ფორტუნას” სხვადასხვა ბანკის რამდენიმე კლიენტმა აცნობა.

აღნიშნული ინფორმაცია ”ფორტუნამ” ”თიბისი ბანკსა” და ”საქართველოს ბანკში” გადაამოწმა. როგორც ”თიბისი ბანკში” აცხადებენ, მათთან იპოთეკურ სესხებზე ვადა გაიზარდა და 20-წლიანი გახდა. აქედან გამომდინარე, უკვე არსებულ კლიენტებს საშუალება აქვთ, გაზარდონ კრედიტის მოცულობა, შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთის გადახედვაც ინდივუდუალურად მოხდება.

რაც შეეხება ”საქართველოს ბანკს”, აქ შემდეგი კომენტარი გააკეთეს: „საქართველოს ბანკი მუდმივად სთავაზობდა და სთავაზობს მომხმარებელს სიახლეებს საბანკო პროდუქტებზე, მათ შორის სასესხო პროდუქტებზეც. მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული პირობების შეთავაზება, ცხადია ეხება სესხის პირობებს, როგორც სესხის ვადიანობას, ასევე ლიმიტს, პროცენტს და სხვას,“ – აღნიშნეს ბანკში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები