LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაქრაძე: კვირიკაშვილმა გადადგომით დაადასტურა, რომ თანამდებობა ივანიშვილთან უთანხმოების გამო დატოვა

91

გიორგი კვირიკაშვილმა გადადგომით დაადასტურა, რომ თანამდებობა ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოების გამო დატოვა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

„გადადგომის წინ გიორგი კვირიკაშვილმა ისევ ეკონომიკურ მიღწევებზე ისაუბრა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის პოზიცია ისევ არაადეკვატურია და ვერ აცნობიერებს, რა ხდება ქვეყანაში. ეს გუნდი მთლიანად უნდა შეიცვალოს, მშვიდობიანი, არჩევნების გზით“, – განაცხადა ბაქრაძემ.

პრემიერმინისტრის გადადგომას ნაციონალური მოძრაობაც გამოეხმაურა. ნიკა მელიას შეფასებით, გიორგი კვირიკაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ახალ მინისტრთა კაბინეტს ბოლოჯერ დააკომპლექტებს.

გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და დასძინა, რომ პარტიის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს გუნდის დაკომპლექტების შესაძლებლობა უნდა მიეცეს. მისი თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში იყო რიგი ფუნდამენტური საკითხები, რომელთა დაკავშირებითაც მას და პარტიის თავმჯდომარეს განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ. ამასთან, კვირიკაშვილმა დასძინა, რომ ეს “ნორმალური პროცესია”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები