LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარები, რომლებიდანაც ყველაზე თვალწარმტაცი ხედები იშლება

388

ჰონგ-კონგი, საბერძნეთი, ავსტრალია, ტაილანდი, ამერიკა, იაპონია, საფრანგეთი და სხვა ქვეყნების ულამაზესი ბარები, საიდანაც თვალწარმტაცი ხედები იშლება.

Ozone – ჰონგ-კონგი

Ritz Carlton-ის სასტუმროს 118-ე სართულზე განთავსებული ბარის ფანჯრებიდან მთელი ქალაქი ჩანს. უფრო მეტიც, ის პლანეტის ყველაზე მაღალ წერტილში – ზღვის დონიდან 1,608 მეტრზე განთავსებული ბარია. მის სტუმრებს წყალზე არეკლილი ცათამბჯენების ულამაზესი სურათის ხილვა შეუძლიათ.

Tree Sixty – სენტ – ლუისი, მისური

ბეისბოლის სტადიონის თავზე განთავსებული ბარი ყველა გულშემატკივარის ახდენილი ოცნებაა. ეს არის ადგილი, სადაც უგემრიელესი ლუდის დაგემოვნება, ქალაქის ხედებით ტკბობა და საყვარელი თამაშის ყურება ერთდროულადაა შესაძლებელი.

The Galaxy Bar – ათენი, საბერძნეთი

Galaxy მსოფლიოში ცნობილი სწორედ უნიკალური ხედების დამსახურებით გახდა. მის სტუმრებს ერთდროულად სინტაგმას მოედნის, აკროპოლისისა და ოლიმპიური თამაშებისთვის განკუთვნილი სტადიონის დანახვა შეუძლიათ.

Blu bar, სიდნეი, ავსტრალია

ბარის ხედები ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც მისი ფასები. დიახ, ბლუ ბარში თქვენ 10 ათას დოლარიანი მარტინის დაგემოვნება შეგიძლიათ. თუმცა, მისგან გადაშლილი ქალაქის ხედი, ამად ნამდვილად ღირს.

Sky Bar, ბანგკოკი, ტაილანდი

Lebua Hotel-ის 63-ე სართულზე განთავსებულმა ბარმა, ბანგკოკის ლეგენდარულ ღამის ცხოვრებას კიდევ ერთი ვარსკვლავი შესძინა. ბარის ფერები მუდმივად იცვლება და მისგან გადაშლილი ქალაქის ხედი კიდევ უფრო ლამაზი ხდება. აღსანიშნავია, რომ ცნობილი ფილმი „წვეულება ვეგასში“ სწორედ ამ ბარშია გადაღებული.

Top Mountain Star, ავსტრია

ალპებში განთავსებული ბარი ზღვის დონიდან 9,800 მეტრზე მდებარეობს. მის სტუმრებს სასმელის მირთმევა ულამაზესი თოვლიანი მწვერვალების ფონზე შეუძლიათ.

The Ides Wythe Hotel,  ბრუკლინი, ნიუ -იორკი

მანჰეტების ცათამბჯენების ხედი ნებისმიერ ადამიანს დაატყვევებს და ბარის დატოვების სურვილს სამუდამოდ გაუქრობს.

New York Bar, ტოკიო

Park Hyatt-ის სასტუმროს 52-ე სართულზე განთავსებული ბარიდან ტოკიოს გაცისკროვნებული ქუჩები მოჩანს და ეს ხედი მართლაც ჯადოსნურია.

360, სტამბოლი, თურქეთი

შემინული ბარი ტურისტებსა თუ ადგილობრივებზე ერთნაირ შთაბეჭდილებას ახდენს. ეს არის ერთადერთი ადგილი მსოფლიოში, რომელიც ერთდროულად ორი კონტინენტის ხედებს აერთიანებს.

AirBar, ლას – ვეგასი, ნევადა

108-ე სართულზე განთავსებული ბარიდან ცოდვილი ქალაქის ფერადოვნება იშლება. ეს არის ადგილი, რომლის უნახავადაც ლას-ვეგასის დატოვება არ შეიძლება.

Top of The Mark, სან – ფრანცისკო, კალიფორნია

ბარი, რომლიდანაც ქალაქის ყველა ღირშესანიშნაობა ჩანს, სტუმრებს მარტინის 100-მდე სახეობასაც სთავაზობს.

AER, მუმბაი, ინდოეთი

ბარი, რომელიც ერთ სივრცეში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეს აერთიანებს და ეს არის ადგილი, საიდანაც მზის ჩასვლა ყველაზე ეფექტურია.

La Vue, პარიზი, საფრანგეთი

34-ე სართულზე განთავსებული ბარიდან ეიფელის კოშკის ხედი იშლება და ულამაზესი ადგილი პარიზული სტანდარტებითაც კი ზედმეტად რომანტიკულია.

Hotel Saniya Palace, აგრა

ეს არ არის მოდური ან მდიდრული დაწესებულება, თუმცა თაჯ–მაჰალის ულამაზესი ხედი მას პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად აქცევს.

Vertigo an Moon Bar, ბანგკოკი, ტაილანდი

61-ე სართულზე განთავსებული ბარიდან თითქმის მთელი ქალაქი ჩანს და ეს ხედი მართლაც დაუვიწყარია.

Al Sarab Rooftop Lounge, დუბაი

მისტიკური ბარი ყველაზე ჯადოსნური მზის ჩასვლის დროსაა.

Vista Bar, ქეიფ თაუნი, სამხრეთ აფრიკა

Vista ბარი დასასვენებლად და მოსადუნებლად მართლაც საუკეთესო ადგილია. სამხრეთ აფრიკის მთების ხედი კი ამ პროცესს ბევრად უფრო სასიამოვნოს ხდის.

The Roof, ლოს – ანჯელესი, კალიფორნია

კალიფორნიის ყველაზე გლამურულ ბარში ნამდვილი ჰოლივუდური გარემოა. ამასთან, Roof-ში ცნობილი ვარსკვლავების ნახვის შანსიც ძალიან დიდია.

Syke, სან – პაულუ, ბრაზილია

ბარიდან მართლაც მთელი ქალაქი ჩანს და ის ადგილობრივებთან საკონტაქტოდაც საუკეთესო ადგილია.

O2 Lounge, მოსკოვი, რუსეთი

კრემლის წინ განთავსებული ბარიდან მთელი მოსკოვის შეთვალიერებაა შესაძლებელი.

Coq d’Argent, ლონდონი

ადგილი, რომელიც მე-18 საუკუნის ლონდონში გადაგიყვანთ და ამასთან ქალაქის ყველაზე მთავარი ღირსშესანიშნაობების ხილვასაც შეძლებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები