LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული დაცვის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი იყო

86

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული დაცვის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი იყო. ბრალდებული დაცვის პოლიციაში 1991-1992 წლებში მუშაობდა. თუმცა შემდეგ სამსახური დაატოვებინეს და შსს-ს სტრუქტურებში აღარ უმუშავია.

მოკლულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მკვლელობაში ბრალდებული ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომელი იყო. გარდაცვლილის ბებიის მერი გობაძის განცხადებით, ყოფილი სიძე მეუღლეზე ძალადობდა, სცემდა და განქორწინების შემდეგ, შვილის მოკვლით ემუქრებოდა.

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე გუშინ ახალგაზრდა ქალი მოკლეს. შინგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყება 13 აპრილს ვაკეში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს.

„უკვე დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, თ.გ. და დედამისი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ და ამ უკანასკნელის მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს, რასაც პოლიციის მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. თ.გ.-მ პირადი საქმეების გამო, პოლიციის შენობა მარტომ, დედაზე ადრე დატოვა. პოლიციაში მკვლელობის შესახებ შეტყობინება ორდერის გამოწერიდან მალევე შევიდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თ.გ. უკვე გარდაცვლილი დახვდათ“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები