LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონას ფეხბურთელები საუკეთესოები არიან: ესპანეთში თუ თამაშობ მაგარი ხარ

90

„ბარსელონას“ ფეხბურთელები მიმდინარე მუნდიალზე ყველაზე მეტჯერ გახდნენ – „მატჩის მოთამაშე“. „რეალი“ მეორეა.
„ბარსას“ მოთამაშეები თავიანთი გუნდების ნამდვილი ლიდერები არიან.

„ბარსელონას“ ფეხბურთელების ანგარიშზე მსოფლიო ჩემპიონატზე მატჩის საუკეთესო მოთამაშის უკვე 6 ჯილდოა.

ორჯერ ლუის სუარესი და ფილიპე კოუტინიო.

ლიონელ მესი ნიგერიასთან მატჩში.

პაულინიო სერბეთთან შეხვედრისთვის.

მეორე გუნდი ამ მაჩვენებლით მადრიდის „რეალია“: 5 შემთხვევა:

ლუკა მოდრიჩი და კრიშტიანო რონალდო ორ-ორჯერ გახდნენ MVP.

ისკო მაროკოსთან მატჩში გამოარჩიეს.

ასევე აღსანიშნავია, რომ ლა ლიგა ლიდერობს ამ ჯილდოების რაოდენობით მუნდიალზე. ჩამოთვლილთა გარდა საუკეთესოდ დაუსახელებიათ დიეგო კოშტა (ატლეტიკო), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო) და დენის ჩერიშევი (ვილიარეალი) – ორჯერ.
ჯამში ესპანური პრიმერას გუნდების წარმომადგენლები 15-ჯერ გახდნენ მატჩის საუკეთესო მოთამაშეები. უახლოესი მდევარი პრემიერლიგაა – 9 ჯილდო და მერე მოდის ბუნდესლიგა – 5.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები