LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულ მუშებს ხელფასს არ უხდიან

83

ბათუმი–ახალციხის მაგისტრალზე, პროტესტის ნიშნად 40–მდე მუშა გაიფიცა. როგორც აღმოჩნდა მათ ამ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის განკუთვნილი ხელფასი არ ჩაერიცხათ.

პრობლემის მოსაგვარებლად კონტრაქტორ კომპანიას „ჩელიაბინსკტრანსსიგნალი“ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიმართა.

მათი ცნობით, ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის 8,5 კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე დასაქმებული მუშების სახელფასო დავალიანებას შპს სამშენებლო-სამონტაჟო საექსპლუატაციო საწარმო “ჩელიაბინსკტრანსსიგნალი”  მომავალი კვირის ბოლომდე დაფარავს.

როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, პროცესი მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა და პრობლემას კონტრაქტორი კომპანია უახლოეს დღეებში გადაჭრის.

ამ მომენტისთვის სამუშაო პროცესი აღდგენილია და პროექტი დადგენილ ვადებში დასრულდება.

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა, გოდერძის უღელტეხილის გავლით, უმოკლესი მანძილით აკავშირებს საქართველოს სამხრეთ რეგიონებს აჭარასთან, ბათუმის საზღვაო პორტთან, შავი ზღვისპირეთის კურორტებთან და სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქთან.

ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადის.