LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმი, წვიმა, ქვიშა და რაგბი: ლამაზი ფესტივალი წვიმიან ქალაქში

257

შაბათ-კვირას ბათუმის სარაგბო სტადიონზე 2017 წლის ქვიშის რაგბის ფესტივალი გაიმართა. პირველ დღეს ზღვისპირეთში მთელი დღე წვიმდა, მაგრამ ამას ლამაზი სანახაობისთვის ხელი არ შეუშლია.

წლევანდელ ტურნირში 8 კაცთა და 4 ქალთა გუნდი მონაწილეობდა, მათ შორის თითო-თითო ბრიტანეთიდან და რუსეთიდან. კაცთა შორის მე-10, საიუბილეო ტურნირის გამარჯვებული „ვითიბი“ გახდა, რომელმაც ფინალში რუსეთის „დინამო“ დაამარცხა, ხოლო ქალთა შორის ჩემპიონი პემზის „ვიტიაზი“ გახდა.

„მოხარული ვარ, რომ წელს ბათუმში უცხოურო გუნდებიც იყვნენ ჩამოსული. ქვიშაში დიდი ხანი არაა რაც ვთამაშობთ, ადაპტირება ცოტა გაგვიჭირდა და სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატის მსგავსად მეორე ადგილს დავჯერდით“ – განაცხადა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ქეთი მოდებაძემ.

ქალთა ტურნირის პირველ დღეს „ვიტიაზმა“ სამივე თამაში მოიგო. თბილისის „ავანგარდმა“ ქუთაისის „აიას“ 7:4, ხოლო ბრიტანულ „ბულდოგებს“ 11:1 აჯობა. ბრიტანელებს ქუთაისელებმაც მოუგეს (5:3) და მეორე დღეს, ნახევარფინალში ქართული გუნდები ერთმანეთს შეხვდნენ. „ავანგარდი“ ფინალში გავიდა და „ვიტიაზთან“ რევანშის იმედი ჰქონდა, მაგრამ გამარჯვება მეტოქეს დარჩა (7:2).


კაცთა ტურნირის პირველ დღეს სამ-სამი გამარჯვება იზეიმეს რუსეთის „დინამომ“ და „წრემ“. თასის ნახევარფინალში გავიდნენ ბათუმის „მეკობრეები“ და „ვითიბი“. მე-7 ადგილი „ბულდოგებს“ ერგო, რომელმაც „ბია“ დაამარცხა. მე-5 ადგილისთვის „დევებმა“ „თიბისის“ 8:6 აჯობა. „თიბისის“ მორაგბეებს ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ამირან ფეიქრიშვილის ხსოვნის საპატივსაცემოდ მაისურზე წარწერა ქონდათ – ამო.

 

თასის ნახევარფინალში „ვითიბიმ“ „წრეს“ დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით აჯობა, ხოლო „დინამომ“ „მეკობრეებს“ 7:3 სძლია. „წრემ“ მე-3 ადგილისთის ბრძოლაში იმარჯვა და კაცთა ფინალის დრო დადგა. „ვითიბიმ“ პირველ ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვა და 4:0 დაწინაურდა, რის შემდეგაც საქამე გამარჯვებამდე მიიყვანა და ტურნირის მთავარი ჯილდო შემართა.

თამაშებს შორის კარში დარტყმებში სახალისო შეჯიბრი გაიმართა, ჯილდოს გარეშე კი, არცერთი გუნდი არ დარჩენილა და თასი ყველა მონაწილეს გადაეცა, ოღონდ დაკავებული ადგილის მიხედვით მათი ზომები იზრდებოდა. იყო ინდივიდუალური ჯილდოებიც. კაცთა შორის საუკეთსო მელელოვე ირაკლი ბერიაშვილი გახდა „ვითიბიდან“, ყველაზე ასაკოვანი მორაგბე ინგლისელი საიმონ უორენი იყო, ხოლო ახალგაზრდა.

 

ქალებს შორის საუკეთესო მოთამაშედ „ვიტიაზის“ მორაგბე ქსენია პაზდეევა დასახელდა. ყველაზე ახალგაზრდა ქუთაისელი რუსო რუსიშვილი იუყო, ხოლო საუკეთსო მელელოვე ალინა არტერჩუკი გახდა.

ტურნირზე კონკურსგარეშე თამაშობდა სმენადაქვეითებულთა გუნდი „ფუტკრები“, რომელმაც სამი შეხვედრა ჩაატარა და ყველაზე საყვარელი გუნდის ჯილდო მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები