LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში “ლეოგრანდში” დაღუპულთა პანაშვიდი მიმდინარეობს

195

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

ეკლესიაში “ლეოგრანდში” დაღუპულებიდან 5 ცხედარია გადასვენებული. ტაძარში ელოდებიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს. დაღუპულთა მოსახსენიებელ პანაშვიდს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი გადაიხდის.

დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ახლობელებს უსამძიმრებენ მთავრობის წევრები.

დაღუპულებს ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ, რის შემდეგ დაკრძალავენ.

ბათუმში, 24 ნოემბერს, სასტუმრო “ლეოგრანდში” გაჩენილი ხაძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზებული იყო 21 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები