LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არქიმანდრიტმა იოანემ, პატრიარქის კურთხევით, ლექსო ლაშქარავას პანაშვიდი გადაუხადა

100
1

“ტვ პირველის” გარდაცვლილ ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას, სამების ტაძრის არქიმანდრიტმა იოანემ სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაუხადა.

არქიმანდრიტმა პატრიარქის სახელით გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.

ლაშქარავას ოჯახში მისულმა არქიმანდრიტმა იოანემ ოჯახს სამების ხატი გადასცა.

როგორც მან განაცხადა, პატრიარქი მომხდარს ძალიან განიცდის და სწორედ უწმინდესის სურვილი იყო, გარდაცვლილისთვის პანაშვიდი ჩაეტარებინა და ოჯახისთვის მიესამძიმრებინა.

შეგახსენებთ, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს, მედიასაშუალებების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაშავდა, გუშინ, გამთენიისას, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

 

ფოტო: ნინო ვაშაკიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები