LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის მოვლენებმა აჩვენა დიდი სხვაობა მოქმედ და წინა ხელისუფლებებს შორის – ბესელია

77

ეკა ბესელიას თქმით, ბათუმის მოვლენებმა მოქმედ და წინა ხელისუფლებებს შორის განსხვავება კიდევ ერთხელ აჩვენა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ახლა ხელისუფლებისთვის ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებაა.

“სწორედ ამის გამო მოხდა სპეციალური დანიშნულების რაზმის, სპეციალური საშუალებების გამოყენება მაშინ, როდესაც შესაძლებელი იქნებოდა მსხვერპლის თავიდან აცილება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ამით ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმას, რომ სახელმწიფოს აქვს თმენის მაღალი ვალდებულება, მოსახლეობის დაცვის და ამავდროულად სწორი და პროპორციული რეაგირების” , – განაცხადა ბესელიამ და აღნიშნა, რომ გამოძიება მომხდართან დაკავშირებით ძალიან აქტიურად მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები