LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმს მსოფლიო საოპერო სცენის ვარსკვლავები ესტუმრებიან

155

ბათუმის ცხელი სეზონის მორიგი სტუმრები ამჯერად მსოფლიო საოპერო სცენის ვარსკვლავები იქნებიან.

მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ისეთი ვარსკვლავები, როგორებიცაა ვლადიმერ ბალუზინი, ნატალია ტიმჩენკო, ვიტალი ბილი, თამარ ივერი, თათა ჯაში, მზია ნიორაძე, მირანდა მირიანაშვილი და ზურაბ ცინცქილაძე.

ასევე, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის გოგონათა გუნდი.

კონცერტი თამარ ივერის საქველმქომედო ფონდი “დაცული საზოგადოება”-ს ორგანიზებით ჩატარდება.

შემოსული თანხა სრულიად გადაირიცხება “ბერი ანდრიას ფონდი”-ს სოლიდული სიმსივნით დაავადებულ ბენეფიციარ ბავშვთათვის.

კონცერტი 22 აგვისტოს 22:00 საათზე დაიწყება.

14045671_988582967907126_5844805983858092257_n