LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეუღლემ ამიკრძალა, ნუღარ წერ მწარე მწარე რაღაცებსო.. რამდენჯერმე მასაც პრობლემები შეექმნა ჩემი პირდაპირობის გამო“ – თამარ ივერი

1469
ფორტუნა (9)

გადაცემაში „ნოესთან“  სტუმრად საოპერო მომღერალი თამარ ივერი იმყოფებოდა.

თამარ ივერმა მეუღლესთან კონფლიქტის მიზეზზე ისაუბრა. მომღერლის თქმით, მისი მწარე სიმართლის გამო მასაც და მის მეუღლესაც პრობლემები შექმნათ.

„მეუღლემ ამიკრძალა, ნუღარ წერ მწარე მწარე რაღაცებსო, რადგან ეს ყველას არ სიამოვნებს. მითხრა, ხომ ხედავ, რომ პრობლემები გექმნებაო. რამდენჯერად დავაპირებ რამის დაწერას, ვფიქრობ. გამოთქმა არსებობს ძალიან კარგი, სხვათა შორის მაფიოზების, 10 წუთი მოთმინება, 10 წელი კომფორტს ნიშნავსო. ამიტომ როცა რამეს დაწერას დავაპირებ ვჩერდები და მერე ძაღლის ან კატის ვიდეოს ვაზიარებ ხოლმე და ამაზე გადამაქვს ხოლმე“. – ამბობს ივერი.

წამყვანის, კითხვაზე, სრული პატრიარქატი გაქვთ სახლში, თამარ ივერი პასუხობს:

„არა სრული პატრიარქატი არ გვაქვს, არც მატრიარქატი, მაგრამ მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. რამდენჯერმე მასაც პრობლემები შეექმნა ჩემი პირდაპირობის გამო. მეუბნება ხოლმე, რატომ ირთულებ ცხოვრებასო. მართლაც რაც უფრო ცნობილია ადამიანი, მით უფრო დიპლომატიური უნდა იყოს და ჯობია, რაღაც კარგი დაწერო, ვიდრე ვიღაცები სარკეში ახედო “. – განმარტავს თამარ ივერი.


 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები