LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მივატოვე ევროპაში უზრუნველი ცხოვრება, რომ სიცოცხლის ბოლო 12 წელი დედის გვერდზე მეცხოვრა და ვიღაც მომვლელების ამარა არ დამეტოვებინა“ – რაზე წერს თამარ ივერი

503
Untitled design

ცნობილი ქართველი სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე წერს.

მან მაგალითად ერთ-ერთი ვიდეო რგოლი მოიყვანა, რომელშიც მოხუცი მამა მის სიკვდილს მოიგონებს, იმისთვის, რომ შობის დღესასწაულზე შვილები საკუთარ სახლში დააბრუნოს.

„ეს ყველაფერი მართლაც დღევანდელობის გლობალური ტრაგედიაა, რომ შვილებს მათი მოხუცი მშობლებისთვის აღარ სცალიათ.

პირადად მე, მივატოვე ევროპაში უზრუნველი ცხოვრება, რომ სიცოცხლის ბოლო 12 წელი დედის გვერდზე მეცხოვრა და ის ვიღაც მომვლელების ამარა არ დამეტოვებინა. ეს ჩემი მხრიდან დიდ სიყვარულთან ერთად, იმ უდიდესი ამაგის დაფასებაც იყო, რაც დედამ ჩემთვის გასწია.

მოეფერეთ მშობლებს!“, – წერს თამარ ივერი ფეისბუქში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები