LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში 40 ნომრიანი ახალი სასტუმრო გაიხსნა

173

ბათუმში 40 ნომრიანი ახალი სასტუმრო – ,,ირეპალასი“ გაიხსნა. განთავსების ობიექტი ლუკა ასათიანის N26-ში განთავსდა და აქ საწყის ეტაპზე 15 ადგილობრივი დასაქმდა.

”ირეპალასის” მშენებლობა 2016 წელს დაიწყო. ბიზნესპროექტი ადგილობრივი ინვესტორის ძალისხმევითა და ”ბაზისბანკის” ხელშეწყობით განხორციელდა. ჯამში პროექტში  1 500 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდო. 

სასტუმროს გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე,  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი და სხვა ოფიციალური  პირები დაესწრნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები