LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა

218
53-3151b

ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ლერმონტოვის ქუჩაზე მოხდა.

მეზობლები ამბობენ, რომ ხანძარი საცხოვრებელ სახლში ავეჯს გაუჩნდა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფია მობილიზებული. დაშავებული სხეულის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მაშველი-მეხანძრეები იმყოფებიან, ხოლო ბინაში ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

ფოტო: ajaratv

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები