ბათუმში მაშველები ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ეძებენ.
ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს და თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ კაცი ზღვაში შევიდა, რის შემდეგაც გაუჩინარდა.
მათი თქმით, დიდი ალბათობით, ის დაიხრჩო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
