LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დანაშაულის თვითმხილველები გახდნენ, თუმცა შსს-ს არ შეატყობინეს“ – ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვნის მკვლელობის მცდელობის საქმეზე, პატიმრობა კიდევ 2 პირს მიესაჯა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

189
პროკურატურა

გასული წლის 4 ივლისს, ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვნების მკვლელობის მცდელობის საქმეზე, სასამართლომ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო.

„ბრალდებულმა ე.წ. „ბანანი“ ნაპირიდან მოშორებით ამოატრიალა და ერთ-ერთ არასრულწლოვანს სამაშველო ჟილეტი წაართვა“ – ბათუმში არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულს 16 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის თვითმხილველები გახდნენ, თუმცა მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს. 

ბათუმში, ზღვაში 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს – საქმეზე დაკავებულია სამი პირი

„ბათუმის სანაპიროზე, ბრალდებულების თანდასწრებით, ერთმა პირმა სასეირნო-გასართობ სწრაფმავალ კატარღაზე მიბმულ საბუქსირე-წყლის ატრაქციონ ე.წ. „ბანანზე“ აყვანილი 4 მოზარდი, „ბანანის“ მკვეთრი მოძრაობის შედეგად, შუა ზღვაში გადმოაგდო. ასევე, მან ერთ-ერთ არასრულწლოვანს სამაშველო ჟილეტი წაართვა, რომელიც დაზარალებულმა ზღვაში ჩავარდნის შემდგომ ჩაიცვა. აღნიშნულის შედეგად, ერთი მოზარდი ზღვაში დაიხრჩო.

ბრალდებულები განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის თვითმხილველები გახდნენ, თუმცა მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს. 

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 6 ივლისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. 2023 წლის 28 დეკემბერს ერთ-ერთ არასრულწლოვან ბრალდებულს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. არასრულწლოვან პირს სასჯელის სახედ და ზომად 2 წლის და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო მეორე ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

რაც შეეხება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 27 მარტს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„დარწმუნებული იყო, რომ ატრაქციონზე მყოფი ყველა პირი დაუბრკოლებლად შეძლებდა ნაპირზე გაცურვას“ – ბათუმში, ე.წ ბანანზე მომხდარი ინციდენტის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g