LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში დღეს სამეწარმეო მარკეტი გაიმართება

73

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ბათუმში, 25 ივნისს, 12:00 საათიდან 22:00 საათამდე, მეზღვაურის დღესთან დაკავშირებით, სამეწარმეო მარკეტი გაიმართება. მისი მიზანია, ქართველი მეწარმეების ხელშეწყობა, რათა შეძლონ საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაცია და რეალიზაცია.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, ღონისძიება, რომელშიც როგორც სააგენტოს ბენეფიციარები, ასევე სხვა დამწყები მეწარმეები მიიღებენ მონაწილეობას, იქნება გამორჩეული მისი მრავალფეროვნებით. სწორედ გამორჩეული და ერთმანეთისგან განსხვავებული მეწარმეები და მათი პროდუქციის ერთობლიობა შექმნის საინტერესო და უნიკალურ სავაჭრო სივრცეს ბათუმში, ერას მოედანზე.

გამოფენა-გაყიდვაზე როგორც ადგილობრივ სტუმრებს, ასევე ტურისტებს შეეძლებათ დაათვალიერონ და შეიძინონ საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა – ტექსტილი, ხელნაკეთი აქსესუარები, სახლის დეკორი, სასურსათო პროდუქცია, საკონდიტრო ნაწარმი, ჩაი, ჩირი და სხვა. ამასთანავე, პატარა სტუმრებისთვის მოეწყობა სხვადასხვა გასართობი სივრცეები. ღონისძიებაზე მოეწყობა სხვადასხვა პროდუქციის დეგუსტაცია, სადაც თითოეულ ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება ადგილზე გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ნაწარმი და სამომავლო თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი კავშირები დაამყაროს ადგილობრივ მწარმოებლებთან.

გვჯერა, რომ ასეთი აქტივობები ხელს უწყობს მეწარმეობის სულისკვეთების ამაღლებას და ქმნის ალტერნატიულ სავაჭრო/გასართობ სივრცეებს. ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საინფორმაციო სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ მეტი სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებისა და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდასაჭერად შემოთავაზებული მექანიზმების შესახებ“, – აცხადებენ სააგენტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები