LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში კაცი მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდა

49

ბათუმში,  კაჩენსკების ქუჩაზე მშენებარე ობიექტიდან 60-წლამდე ასაკის კაცი გადმოვარდა.დაშავებული სავარაუდოდ მე-4-მე-5 სართულიდან გადმოვარდა. ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცახდეს, რომ ის კონტაქტური იყო, თუმცა არაადექვატური. კაცს დაზიანება თავის არეში აქვს მიღებული. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო და სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები