LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში, თამარის დასახლებაში, სადაც შემთხვევით აღმოჩენილი ქვევრი მუშამ გატეხა, სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერდა

55

ბათუმში, თამარის დასახლებაში, სადაც შემთხვევით აღმოჩენილი ქვევრი მუშამ გატეხა, სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერდა.

ამის შესახებ ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა თენგიზ პეტრიძემ განაცხადა.

„სამუშაოები შეჩერდა და არ გაგრძელდება, ვიდრე არქეოლოგების მოსაზრებას არ მოვისმენთ, ამის შემდეგ გადაწყდება, გახდება თუ არა საჭირო სანქციების გატარება. ასეთი შემთხვევებისგან დაზღვეული არა ვართ, მაგრამ ამ შემთხვევაში დაუდევრობას ჰქონდა ადგილი,“ – განაცხადა ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, თენგიზ პეტრიძემ.

კომპანიის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ბაღათურიამ, რომელიც თამარის დასახლებაში წყალგაყვანილობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს, განაცხადა, რომ „მუშას ქვევრში განძი ეგონა, ამიტომ დაუყოვნებლივ გატეხა ისე, რომ არც ზედამხედველს აცნობა და არც მერიას“.

ამ დროისთვის ადგილზე არქეოლოგები იმყოფებიან.

შემთხვევა გუშინ მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს შემთხვევით აღმოჩენილი ქვევრი მუშამ ჯერ ქვით დაამტვრია, შემდეგ კი ექსკავატორით.