LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვი კლასში ჩაიკეტა და რადგან კარი ვერ გააღო ფანჯრიდან გადმოხტა – დირექტორი

93

თბილისის მე–17 საჯარო სკოლის დირექტორის, განცხადებით, პირველი კლასის მოსწავლე საკლასო ოთახში ჩაიკეტა, კარი ვერ გააღო და შიშის გამო მეორე სართულიდან გადახტა.

დირექტორი ამბობს, რომ შემთხვევა მესამე გაკვეთილის დასრულების შემდეგ მოხდა, როდესაც დამრიგებელს ბავშვები სხვა გაკვეთილზე, სხვა საკლასო ოთახში მიჰყავდა.

პირველ კლასელი თანატოლებს ჩამორჩა და კლასში ნივთების ასაღებად დაბრუნდა. მას შემდეგ, რაც გაურკვეველი მიზეზით, საკლასო ოთახში დარჩენილმა ბავშვმა კარი ვერ გააღო ოთახიდან გამოსვლა ფანჯრის დახმარებით სცადა და მეორე სართულიდან გადახტა.

განათლების სამინისტროს ინოფრმაციით, ბავშვი კარგად არის და მას იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები