LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიის სამართალდამცავებმა „ისლამური სახელმწიფოსთვის“ ხალხის გადაბირებაში ეჭვმიტანილი დააკავეს

76

ბელგიის სამართალდამცავმა ორგანოებმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსთვის“ მებრძოლების გადაბირებაში ეჭვმიტანილი ესპანეთის მოქალაქე დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ოპერაცია ქალაქ ზავენტემში ჩატარდა. დაკავებულია 26 წლის მამაკაცი, ის წარმოშობით მაროკოდან არის. სამართალდამცავების ინფორმაციით, დაკავებულს კონტაქტი ჰქონდა სირიასა და ერაყში მყოფ „ბოევიკებთან“ და ამ ტერიტორიებზე მოხვედრას ცდილობდა.

ესპანეთში ტერორისტული საფრთხის ხუთი დონიდან მეოთხე დონე მოქმედებს.

კატალონიაში მიმდინარე წელს მომხდარი ტერაქტების მიუხედავად, ქვეყნის შსს-ს საფრთხის დონე არ გაუზრდია. ამასთან, ესპანეთში რეგულარულად სავარაუდო ექსტრემისტების დაკავების ოპერაციები ტარდება. სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლიდან ტერორისტებთან კავშირის ბრალდებით 200-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები