LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენ აფლეკი ახალ შეყვარებულს, ჯენიფერ გარნერი კი ქათამს ასეირნებს(ფოტო)

159

ბენ აფლეკი შეყვარებულთან, პროდიუსერ ლინდსეი შუკასთან ერთად ამჯერად ნიუ-იორკის აეროპორტში გადაიღეს. ალკოჰოლზე დამოკიდებულების სარეაბილიტაცი ცენტრში მკურნალობის შემდეგ, ოსკაროსანმა აფლეკმა საყვარელ ქალთან ერთად შვებულების აღება გადაწყვიტა. პაპარაცებმა წყვილი მაშინ გადაიღეს, როცა ისინი კენედის სახელობის აეროპორტს ტოვებდნენ.

ფოტოებიდან ჩანს, რომ ბენ აფლეკი ახალ შეყვარებულთან თავს ბედნიერად გრძნობს და ჯენიფერ გარნერთან დაბრუნებას არ აპირებს.

თავის მხრივ ჯენიფერ გარნერიც მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. მსახიობმა „ინსტაგრამის“ გვერდზე თავად გამოდო ფოტო, სადაც ის ქუჩაში ქათამს ასეირნებს. ფოტოს აღწერაც ახლავს, სადაც გარნერი ამბობს, რომ ქათამი მათი ოჯახის ახალი წევრია, მას რეჯინა ჯორჯი ქვია, უყვარს სუფთა ჰაერზე სეირნობა და ჯანსაღი საკვები. რა გახდა მსახიობის მხრიდან ამ უცნაური გადაწყვეტილების მიზეზი, არავინ იცის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები