LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი შერიგდნენ (ფოტო)

207

ჭორები იმის შესახებ, რომ ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი აღარ შორდებიან, სულ უფრო რეალური ხდება. მეუღლეები კიდევ უფრო ამძაფრებენ მედიის ინტერესს, რადგან ბოლო დროს გამუდმებით ჩნდებიან ერთად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

კვირას მსახიობები შვილებთან ერთად ბრენტვუდში, ეკლესიიდან გამოსვლისას დააფიქსირეს. პაპარაცების ობიექტივში მოხვდა გარნერი-აფლეკის რომანტიკული ფოტოები. ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ აფლეკმა და გარნერმა ყავა მიირთვეს დას ქუჩაში შვილებთან  ერთად გაისეირნეს.

შეგახსენებთ, რომ განქორწინების მთავარ მიზეზად ბენ აფლეკის ალკოჰოლის მიმართ დამოკიდებულება სახელდებოდა. ცოტა ხნის წინ  აფლეკმა რეაბილიტაციის კურსი დაასრულა და ამ პროცესში მას გარნერი აქტიურად უჭერდა მხარს: „მე მინდა სრულფასოვანი ცხოვრებით ვიცხოვრო და ვიყო საუკეთესო მამა ჩემი შვილებისთვის. მინდა ბავშვებმა იცოდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში დახმარება უნდა სთხოვონ სხვა ადამიანებს. მე გამიმართლა, რადგან  შვილებისგან და ჯენისგან უდიდესი მხარდაჭერა ვიგრძენი“ – დაწერა აფლეკმა სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები