LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენ აფლეკი ეკლესიაში ჯენიფერ გარნერთან და შვილებთან ერთად მივიდა (ფოტო)

148

მიუხედავად იმისა, რომ ბენ აფლეკმა ვალენტინობა ახალ რჩეულთან, ლინდსი შუკუსთან ერთად გაატარა, ის ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობას კვლავ განაგრძობს. კვირას ოსკაროსანი მსახიობი და რეჟისორი ფოტოგრაფებმა ბრენტვუდში გადაიღეს, სადაც ის ეკლესიაში ჯენიფერ გარნერთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა. აფლეკი ეკლესიასთან მოტოციკლით მივიდა, მალევე მას ჯენიფერ გარნერი და შვილებიც შეუერთდნენ. აფლეკი-გარნერის, 12 წლის ვაიოლეტის, 9 წლის სერაფინასა და და 5 წლის სემუელის ფოტოებიდან ვერ იტყვით, რომ მათ ოჯახში სრული იდილია არაა. როგორც ჩანს, აფლეკისა და გარნერისთვის შვილები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ წყვილი ამ ფორმატში ურთიერთობის გაგრძელებას მომავალშიც აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა გარნერსა და აფლეკს განქორწინების შემდეგ ერთად ვხედავთ. ამის გამო მედიაში არაერთხელ გაჩნდა ინფორმაცია შესაძლო შერიგების შესახებ, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მეგობრობით დასრულდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები