LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენ აფლეკმა ალკოდამოკიდებულებაზე ისაუბრა

36

2001 წელს, ბენ აფლეკმა მალიბუში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში „Promises“ ალკოჰოლზე დამოკიდებულების მკურნალობა დაიწყო. მაშინ ის აცხადებდა, რომ მზად არის, ცხოვრება მავნე ჩვევის გარეშე განაგრძოს. 16 წლის შემდეგ ბენმა მკურნალობა დაასრულა და თაყვანისმცემლებს ამის შესახებ თავად გაუზიარა.

„დავასრულე რეაბილიტაცია. იმედი მაქვს, რომ ამიერიდან ალკოჰოლის გარეშე მომიწევს ცხოვრება. მინდა ვიცხოვრო სრულფასოვანი ცხოვრებით. მინდა ჩემმა შვილებმა იცოდნენ, რომ დახმარების თხოვნა, როდესაც ეს მართლაც საჭიროა, სირცხვილი არ არის. აუცილებელია თანადგომა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც პირველი ნაბიჯის გადადგმა აშინებს“.

მსახიობმა თავის მეუღლეზე, ჯენიფერ გარნერზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის მას ყოველთვის მხარში ედგა და ეჭვი არ შეპარვია, რომ ის ამ სირთულეს დაძლევდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები