LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა გოჩიაშვილის საღამოზე ბილეთები ელვის სისწრაფით გაიყიდა!..

63

ქართველი მუსიკოსი, პიანისტი ბექა გოჩიაშვილი 3 თებერვალს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში მსმენელის წინაშე წარდგება. საღამოს სახელწოდებაა „Round Midnight“, ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯაზსტანდარტის სახელწოდება, რომელიც პიანისტმა თელონიუს მონკმა შექმნა და მას შემდეგ დიდი პოპულარობით სარგებლობს ჯაზმუსიკოსებს შორის.

ბექა გოჩიაშვილის კონცერტზე დასასწრები ბილეთები, შეიძლება ითქვას, ორ დღეში სრულად გაიყიდა, რაც მუსიკოსმა დიდი სიხარულით აღნიშნა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე. მისი თაყვანისმცემლები კი ინტერესდებიან, იქნება თუ არა მეორე კონცერტი, დიდი მოთხოვნის კვალდაკვალ, თუმცა ამის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა.

შეგახსენებთ, რომ ბექა გოჩიაშვილს საინტერესო კარიერა აქვს. ის ამჟამად „გრემის“ მფლობელი მუსიკოსის, სტენლი კლარკის კვარტეტში უკრავს. ისინი ერთობლივ კონცერტებს მართავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები