LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექჰემები საფრანგეთში სახლს ყიდიან

76

ბექჰემების მდიდრული ვილა საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, რივიერასთან ახლოს 2,4 მლნ. სტერლინგად იყიდება, მაშინ როცა თავად ვარსკვლავურმა წყვილმა მე-19 საუკუნის სახლის რეკონსტრუქციაზე 5 მილიონი დახარჯა.

სარემონტო სამუშაოები ბექჰემების უზარმაზარი ოჯახის ყველა წევრის გემოვნების და სურვილების გათვალისწინებით შესრულდა. სახლი ბექჰემებმა 2003 წელს შეიძინეს 1,5 მლნ. ფუნტ სტერლინგად. გამომდინარე აქედან, გაყიდვის შემთხვევაში საერთო დანაკარგი 4 მილიონი იქნება. თუმცა, ბექჰემების წყვილს შეუძლია მისცეს საკუთარ თავს ამგვარი დანაკარგის უფლება, რადგან მათი საერთო ქონება 508 მლნ. ფუნტ სტერლინგადაა შეფასებული.  

ბექჰემები ნაკლებ დროს ატარებენ საფრანგეთში, რადგან ისინი ძირითადად ლონდონსა და ლოს-ანჯელესში ცხოვრობენ. თუმცა, არსებობს სახლის გაყიდვის კიდევ ერთი – მისტიკური მიზეზი. როგორც ამბობენ, ვილაზე სახლის ძველი პატრონის აჩრდილი ცხოვრობს, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები