LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიჭუნა, რომელმაც „იქს ფაქტორის“ ჟიური აღაფრთოვანა – „შენ უნდა გაგიცნოს მსოფლიომ!..“

175

პატარა ბიჭუნამ, გრიგოლ ყიფშიძემ „იქს ფაქტორის“ ჟიური აღაფრთოვანა. მან გუშინდელ შესარჩევ ტურზე შეასრულა სიმღერა „We Are The World“, რითაც მაყურებლისა და ჟიურის წევრების უპირობო სიმპათია დაიმსახურა.

გრიგოლ ყიფშიძის გამოსვლის შემდეგ სოფო ნიჟარაძემ აღნიშნა: „შენ უნდა გაგიცნოს მსოფლიომ და მიხარია, რომ ეს „იქს ფაქტორში“ მოხდება“. გიორგი გაბუნია კი სცენაზე ავიდა და თქვა, რომ მართალია, გრიგოლი ძალიან პატარაა, მაგრამ მას ყველაზე დიდი „იქს ფაქტორი“ აქვს და ის კონკურსის სრულყოფილი კონკურსანტია. რასაკვირველია, გრიგოლი შემდეგ ეტაპზე გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები