LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა გოჩიაშვილმა დათუნა ლაზარიშვილს თანამშრომლობა შესთავაზა

76

“X ფაქტორის” გუშინდელ ლაივზე მონაწილეებს უნიჭიერესი კონკურსანტი, დათუნა ლაზარიშვილი გამოაკლდა. მენტორების გადაწყვეტილებით, მან პროექტი დატოვა, თუმცა უამრავი გულშემატკივრის გული მოიგო.

დათუნას დედის, კომპოზიტორ მაია კაჭკაჭიშვილის “ფეისბუქ”-გვერდზე არ წყდებოდა სხვადასხვა სახის კომენტარების გამოქვეყნება.

ბოლოს მაიამ თავად გამოაქვეყნა ერთი ძალიან საინტერესო წერილი, რომელიც პირად მიმოწერაში მიიღო. ის ჯაზპიანისტ ბექა გოჩიაშვილს ეკუთვნოდა. მუსიკოსმა წერილში დათუნასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა…

მაიკო კაჭკაჭიშვილს კომენტარისთვის დავუკავშირდით.

მაიკო:
ბექა გოჩიაშვილს ადრეც ჰქონია მოწერილი ჩემთვის. ძალიან ვინერვიულე, რომ აქამდე ვერ ვნახე, რადგან მეგობრებში არ მყავდა. გავიგე, რომ მთელი კონკურსის განმავლობაში გულშემატკივრობდა დათუნას…

მისი მონაწერის გასაჯაროებამდე ვკითხე, შეიძლებოდა თუ არა, ეს სქრინშოთი დამედო და მიპასუხა, რომ ეს აუცილებელიც იყო.

ბექას აქვს სურვილი, რომ დათუნასთან ითანამშრომლოს, თავისი ბენდის ამერიკელ წევრებთან ერთად. შევხვდებით ერთმანეთს და ალბათ, მერე უფრო ზუსტად მეცოდინება, რას გეგმავს ბექა. დათუნას რომ ვუთხარი ეს ამბავი, თვალები გაუფართოვდა სიხარულისგან (იღიმის).

სანამ ეს ტანდემი შედგება, მინდა, დათუნასა და ზუკას სიმღერა დავუწერო. მოვარგო ზუსტად მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებს. ძალიან მალე მოისმენთ ამ სიმღერას.

მაიკო, როგორ ფიქრობ, რა მისცა კონკურსმა დათუნას?

მიიღო გამოცდილება და მისცა უდიდესი რამ, ხალხის სიყვარული. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ ისაა, რომ სცენაზე გამოსვლის აღარ ეშინია. მეტიც, მასშტაბებიც გაზარდა და მეკითხება ხოლმე, სტადიონზე რამდენი კაცი ეტევაო (იღიმის). ისიც აინტერესებს, “ევროვიზიას” რამდენი ადამიანი ესწრება… მოკლედ, დიდი მიზნები აქვს.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები