LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილეთების გაყიდვა დაიწყო: საქართველოს მსოფლიოსკენ მიმავალი ორი მატჩი რჩება

31

საქართველო-სერბეთისა და საქართველო-ავსტრიის მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა თბილისის სპორტის სასახლის სალაროებში დაიწყო. სალაროები 11:00 საათიდან 19:00 საათამდე იმუშავებს.

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ჯგუფში დასკვნით მატჩებს საქართველოს ნაკრები სერბეთთან და ავსტრიასთან ჩაატარებს.

პირველი ეტაპის დასაძლევად საქართველო საუკეთესო სამეულში უნდა მოხვდეს, რისთვისაც ჩვენ ქვეყანას მცირედი აკლია. ჯგუფის აუტსაიდერი ავსტრია ილიას ზუროსის გუნდმა გასულ თებერვალს ვენაში დაამარცხა. საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ფანჯარაში კი საქართველო სერბეთს 29 ივნისს, ხოლო 2 ივლისს – ავსტრიას უმასპინძლებს.
ორივე შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება.

მაყურებელს დარბაზში შესვლა (Gate Open) 17:30 საათიდან შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ ორივე მატჩზე დასასწრები ბილეთის ერთდროულად შეძენის შემთხვევაში გულშემატკივრებს შეეძლებათ ფასდაკლებით ისარგებლონ.

 

გულშემატკივარი გამარჯვების თილისმის სახელს ირჩევს: რას დავარქმევთ ლომს?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები