LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესმენ გიორგი სოზაშვილს 4 დღიანი პატიმრობა შეეფარდა

154

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენი გიორგი სოზაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევაში დამნაშავედ ცნო. ბიზნესმენს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, 4 დღიანი პატიმრობა შეეფარდა. სოზაშვილს ბრალს დაუმორჩილებლობაში ედება.

სამართალდამცველებმა ბიზნესმენი მას შემდეგ დააკავეს, რაც ის ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებასთან მისი კუთვნილი ავტომობილიდან პირადი ნივთების ასაღებად მივიდა. დაკავებას წინ პოლიციელებსა და სოზაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.

რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ ის ჯერ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, შემდეგ კი პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.

გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიცია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ბიტკოინების დატა-ცენტრში შევიდა, საიდანაც ნივთმტკიცებად სოზაშვილის მფლობელობაში არსებული ავტობუსი და მასში განთავსებული “მაინერები” ამოიღო.

შსს-ს ინფორმაციით, ამ მაინერებით ის ელექტროენერგიას მართლსაწინააღმდეგოდ მოიხმარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები