LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოდიში საზოგადოებას, ერთად არ ვახსენე ეს ტრაგედიები – გიორგი კვირიკაშვილი წყალტუბოში მომხდარ მკვლელობაზე

93

საქართველოს პერმიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, საზოგადოებას ბოდიშს უხდის იმის გამო, რომ მან დღეს 51-ე სკოლის მოსწავლეების და ოზურგეთში ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობა ერთად არ ახსენა.

ამასთან დაკავშირებით მან ცოტა ხნის წინ საგანგებო განცხადება მედიასთან, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„მთავრობის სხდომის დაწყებისას ვისაუბრე ტრადეგიაზე, რომელიც თბილისში დატრიალა და რომელმაც 2 ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა, პარალელურად კი არ ვახსენე წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში მომხდარი ტრაგედია, რომელმაც ასევე 17 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. მე მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, რომ ერთად არ ვახსენე ეს ტრაგედიები, რომლებიც, პრინციპში, ერთ პერიოდში მოხდა და არ მინდა, რომ ამან გამოწვიოს რაიმე უკმაყოფილება და გულსწყრომა, რაც აბსოლუტურად სამართლიანი იქნებოდა. ამიტომ მინდა, რომ განმარტება გავაკეთო. რა თქმა უნდა, ჩვენთვის, სადაც არ უნდა მოხდეს, მსგავსი შემთხვევა არის დიდი ტრაგედია და რეაგირებას, რომელსაც სახელმიწფო მოახდენს ასეთ უბედურებასა და ასეთ ტრაგედიაზე, იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა განცხადება თბილისის 51-ე სკოლის ბავშვების მკვლელობასთან დაკავშირებით გააკეთა.

პოპულალურები