LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო რამდენიმე საათში თბილისში სამი ავარია მოხდა

43

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს, აღმაშენებლის ხეივანში. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. მომხდარზე არავინ დაუკავებიათ.

საბურთალოზე, ვაჟა-ფშაველასა და ასათიანის ქუჩების კვეთაზე, რამდენიმე საათის წინ, მოტოციკლი ქვეითს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.

დღესვე, ვაკეში მანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ წასულა. დაშავებული გოგონა საავადმყოფოში გადაყვანისას კონტაქტური იყო.შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები