LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანულმა გამოცემამ Which? თბილისი და საქართველო მაისში დასვენებისთვის წამყვან ექვს მიმართულებას შორის დაასახელა

124
თბილისი

ბრიტანულმა გამოცემამ Which? მაისში დასვენებისთვის წამყვანი ექვსი მიმართულება დაასახელა.

სიაში ტბების რაიონთან (დიდი ბრიტანეთი), შამპანთან (საფრანგეთი), სიცილიასთან (იტალია), მემფისთან (აშშ) და ბალისთან (ინდონეზია) ერთად საქართველოს დედაქალაქიც მოხვდა.

გამოცემა თბილისთან დაკავშირებით Trailfinders-ისა და Exodus Adventure Travels-ის რეკომენდაციას ეყრდნობა.

Which? ტურისტებს საქართველოში მაისში მოგზაურობას იმიტომ ურჩევს, რომ ამ დროს ტემეპერატურა, მაქსიმუმ, 23 გრადუსია და მოგზაურებს შეუძლიათ თავიდან აიცილონ სიცხე, განსაკუთრებით, თუ ისინი დაბლობების მონახულებას აპირებენ.

„ევროპასა და აზიას შორის მოქცეული საქართველო სულ უფრო და უფრო იპყრობს მოგზაურთა ყურადღებას და ეს შემთხვევითი არაა: იქ თქვენ დიდებული მთები, ბორცვებზე აღმართული მონასტრები, გემრიელი კერძები და სასმელები გელით. ქართულ კულინარიას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხაჭაპური და ხინკალი ხდის. გამორჩეულია ქართული ღვინოც. უფრო მეტიც, საქართველო მსოფლიოში ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა, აქ ვაზის 500-ზე მეტი ადგილობრივი ჯიშია. რაც შეეხება თბილისს, ის ფერადი ძველი ქალაქია, ქვაფენილიანი ქუჩებითა და გუმბათის ფორმის აბანოებით“. – წერს Which?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები