ბორჯომ–ბაკურიანის მატარებელი ე.წ. კუკუშკა მოძრაობისას რელსებიდან გადავიდა

193

ბორჯომ–ბაკურიანის მატარებელი ე.წ. კუკუშკა მოძრაობისას რელსებიდან გადავიდა, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს ბაკურიანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა გოჩა გობრონიძემ დაუდასტურა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ მატარებლის ბორბალი ლიანდაგებს შორის ჩავარდა, თუმცა მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. მოქალაქეებს  მგზავრობის საფასური  უკან დაუბრუნდათ და სხვა ტრანსპორტი მოემსახურათ.

„შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თითოეულ მგზავრს სრულად დაუბრუნდა სამგზავრო ბილეთში გადახდილი თანხა. ადგილზე შესაბამისმა სამსახურებმა იმუშავეს და გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია“, – განაცხადეს საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურში.

 

ფოტო 1tv.ge

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები