LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბორჯომის” შეძენით Coca-Cola და Nestle დაინტერესდნენ

331

IDS Borjomi International შესაძლოა Nestle-მ ან Coca-Cola-მ იყიდოს. როგორც რუსული საინფორმაციო პორტალი Коммерсантъ იუწყება, Альфа-групп-ის წარმომადგენლები მიხაილ ფრიდმანი და ჰერმან ხანი კომპანია IDS Borjomi International-ის გაყიდვასთან დაკავშირებით Nestle-სთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ. გამოცემის ცნობითვე, მოლაპარაკებებში ასევე ჩართულია Coca-Cola.

აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად, „ფორტუნა” საქართველოში IDS Borjomi International-ის ოფიციალურ წარმომადგენელს, კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს” დაუკავშირდა. კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ფაქტზე ინფორმაციას არ ფლობენ, შესაბამისად, რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.

IDS Borjomi International არის მინერალური წყლის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ევრაზიაში. კომპანია მართავს 9 ქარხანას რუსეთში, უკრაინასა და საქართველოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები