LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრაზილიელები არგენტინას დასცინიან: სამაგიეროს გადახდა შესაძლოა წლის ჰიტი გახდეს (ვიდეო)

40

ოთხი წლის წინ, საშინაო მუნდიალის ნახევარფინალში ბრაზილიის ჯოჯოხეთური განადგურების შემდეგ არგენტინელებმა გააცოცხლეს სიმღერა „Brasil, decime qué se siente“ (ბრაზილია მითხარი, რას გრძნობ) – დასაცინი ჰიტი ძველი სიმღერის მოტივებზე. იქ იყო დამცირებაზეც და იმაზეც, რომ მარადონა პელეს ჯობია.
პირველად სიმღერა 1990 წლის მერვედფინალში არგენტინის ბრაზილიაზე გამარჯვების შემდეგ შექმნეს, როდესაც მარადონამ ნახევარი ბრაზილია გვერდზე გაიტყუა და დიდებული პასი მისცა კანიჯას. ხსენებული 1:7 დამარცხების შემდეგ კი მთელი წელი მღეროდნენ.

როგორც ჩანს, ბრაზილიას შესაფერისი მომენტი დაუდგა. არგენტინელების ხორვატებთან დამარცხების შემდეგ ბრაზილიური ტორსიდა პეტერბურგის ქუჩებში დარბის და მღერის: „დი მარია, მასკერანო, მესი – ჩაო, ჩაო, ჩაო!“ მერე კი იმაზეა, როგორ ტირიან არგენტინელები, ხოლო ბრაზილიელები იგებენ მსოფლიო ჩემპიონატს.

ეს სიმღერა შესაძლოა ზაფხულის მთავარი ჰიტი გახდეს. მაინც დავიმახსოვროთ ბრაზილიელების ნათქვამი.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=37&v=hnRbzeBuvwg

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები